пятница, 3 июля 2015 г.

ინტელის პროექტი

''იმერეთის კულტურული მემკვიდრეობა"


თავდაპირველად  დავგეგმე  პროექტი. შევიმუშავე  სტანდარტების განსაზღვრის მიზნები.დავამუშავე  მიმართულების მიმცემი  საკვანძო  კითხვები. განვიხილე  პრეზენტაციის  მომზადება  სასწავლო  პროექტზე.გადავხედე  პორტფოლიოს   პრეზენტაციის  ნიმუშებს.დავწერე მოკლე  აღწერა  სამუშაო  ვერსიის  სახით. დავსვი  კითხვები  რისი  სწავლა  გვსურს  ამ თემის  ფარგლებში, როგორ  დაგვეხმარება  ეს  თემა   დასახული  მიზნების  მიღწევაში. როგორ  დაეხმარება  მოსწავლეებს  პროექტზე  დაფუძნებული  სწავლება.
       მიღებული  პროდუქტი  დავდე ჩემი ბლოგის  მისამართზე.
      ვიმუშავე შედეგების  რუბრიკის  შექმნაზე :
1.რა სტრატეგიებს გამოვიყენებ მოსწავლეთა  მზარდი შედეგებისთვის.
2.როგორ შევადარებ  მაღალი  დონის  სააზროვნო  და  21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებს.
3.როგორ  შევამოწმებ,  რამდენად  გაიგეს  მოსწავლეებმა  საკითხი.
        პროექტზე  მუშაობამ  დამოუკიდებელი  მუშაობის, კომუნიკაციის, კრიტიკული  აზროვნების,ურთიერთტთანამშრომლობის,  ტექნოლოგიების  გამოყენების, ინტერნეტ-ძიების  უნარ-ჩვევები  გამოუმუშავა  მოსწავლეებს.  მათ  უფრო  ღრმად  შეისწავლეს   და  მეტი  ცოდნა  შეიძინეს  პროექტის  მსვლელობისას  მოცემულ  საკითხზე.
      მე,  როგორც  მასწავლებელს,  უფრო  მეტი  გამოცდილება  მივიღე  მოსწავლეებთან  თანამშრომლობის  და  განვიცადე  კარიერული   ზრდა.